საოპერაციო ლიზინგი
საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ ისარგებლონ გამართული
ავტოპარკით და ამავდროულად თავიდან აირიდონ მოცულობითი ფინანსური ხარჯები.

ჩვენ გთავაზობთ
სურვილის შემთხვევაში საწვავის, მძღოლის და სხვა დამატებითი ბენეფიტების შეთავაზება.
საოპერაციო ლიზინგის მნიშვნელობა
საოპერაციო ლიზინგი ეს არის გრძელვადიანი იჯარა კომპანიებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ მინიმუმ 1 წლიდან მაქსიმუმ 5 წლის ვადით იქირაონ ავტომობილი. სერვისის მთავარი უპირატესობა კი გახლავთ ის, რომ კომპანიებს აღარ უწევთ ავტოპარკის შექმნისთვის ფულადი რესურსების ერთიანად მობილიზება, ისინი იხდიან წინასწარ შეთანხმებულ ფიქსირებულ გადასახადს, სანაცვლოდ კი სარგებლობენ საოპერაციო ლიზინგის სრული სერვისით. ლიზინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს შეიმცირონ ფინანსური ხარჯები და საბანკო ლიმიტები, შესაბამისად კი ჰქონდეთ შესაძლებლობა მთელი რესერსი სწორედ საკუთარი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართონ ყოველგვარი ზედმეტი საზრუნავის გარეშე.
