ტექნიკის ყიდვა თუ ქირაობა? 

24.06.26 09:18 AM - Comment(s) - By g.megrelidze@gtgroup.ge

როგორ შევამციროთ ხარჯები და დავზოგოთ ბიუჯეტი?

ნებისმიერი ბიზნესის მართვისას, მიუხედავად სფეროსა და მასშტაბის, მენეჯმენტი მუდმივად დგას ფუნდამენტური არჩევნის წინაშე: უნდა ფლობდეს თუ არა კომპანია იმ ძირითად აქტივებს, რომლებითაც ოპერირებს?

აქტივების საკუთრებაში ქონასა და მათ დროებით იჯარას შორის ბალანსის პოვნა ხშირად განსაზღვრავს კომპანიის საოპერაციო მოქნილობას, ფინანსურ სტაბილურობასა და კონკურენტუნარიანობას. ამ სტატიაში შეგეძლებათ დეტალურად დაინახოთ თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს სამშენებლო თუ სხვა სპეც-ტექნიკის ყიდვასა და ქირაობას. 

აქტივების ფლობის ზოგადი ტენდენცია თანამედროვე ბიზნესში

თუ ამ კონკრეტული სფეროს გარეთ გავიხედავთ, ზოგადად გლობალურ ბაზარზეც მკაფიოდ შეინიშნება ტენდენცია, რომ ბიზნესები სულ უფრო მეტად უარს ამბობენ აქტივების ფლობაზე და გადადიან მომსახურების შეძენის“ (As-a-Service) მოდელზე, ანუ ტექნიკის დაქირავებაზე.


მაგალითად, IT და ტექნოლოგიურ სექტორში კომპანიები აღარ ყიდულობენ ძვირადღირებულ სერვერებს, ლოჯისტიკაში კომპანიები ხშირად ირჩევენ  გრძელვადიან საოპერაციო იჯარას ავტოპარკისთვის, ხოლო კორპორაციული სექტორი ნაცვლად უძრავი ქონების შესყიდვისა უპირატესობას ანიჭებს საოფისე სივრცეების ქირაობას.


ამ მიდგომის მთავარი მიზანია ბიზნესის მობილურობა. საკუთრებაში არსებული აქტივი კომპანიას აჯაჭვებს კონკრეტულ მოცემულობაზე მაშინ, როდესაც იჯარა საშუალებას იძლევა ბაზრის ცვლილებებს, კრიზისებს ან პირიქით, სწრაფ ზრდას, ბიზნესი მყისიერად და მაქსიმალურად ეფექტურად მოერგოს.

მძიმე და სამშენებლო სპეც-ტექნიკის სპეციფიკა: რატომ არის ეს სფერო განსხვავებული?

როდესაც საქმე ეხება მძიმე კომერციულ ტექნიკას (როგორიცაა თვითმცლელები, ექსკავატორები ან სხვა სამშენებლო და სპეც-ტექნიკა), დილემა კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. განსხვავებით სხვა ბიზნეს აქტივებისგან, სამშენებლო ტექნიკა ექვემდებარება მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, მოითხოვს სპეციფიკურ სერვის მომსახურებას და მისი გამოყენება პირდაპირ არის დამოკიდებული კონკრეტული პროექტის ფაზებზე. ამიტომ, არჩევანი ყიდვასა და ქირაობას შორის აქ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ საოპერაციო გადაწყვეტილებაა.

სამშენებლო და სპეც-ტექნიკის ყიდვა

დადებითი მხარეები:

სრული კონტროლი და დამოუკიდებლობა: საკუთარი ავტოპარკი ნიშნავს, რომ ტექნიკა ხელმისაწვდომია 24/7-ზე. კომპანია არ არის დამოკიდებული მესამე მხარის გრაფიკზე, ლოჯისტიკურ შეფერხებებზე ან ბაზარზე არსებულ დეფიციტზე.

კაპიტალის დაგროვება (აქტივი ბალანსზე): ნაყიდი ტექნიკა ზრდის კომპანიის ჯამურ ღირებულებას. პროექტების დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია მისი რეალიზაცია მეორად ბაზარზე და ნარჩენი ფულადი ღირებულების დაბრუნება, ან მისი დაგირავება დამატებითი  ფინანსური რესურსის მოსაზიდად.

რეპუტაციული უპირატესობამსხვილი ტენდერების დროს, საკუთარი, გამართული ავტოპარკის არსებობა ხშირად აღიქმება კომპანიის სტაბილურობისა და საიმედოობის ნიშნად დამკვეთის თვალში.

უარყოფითი მხარეები:

ფინანსური კაპიტალის გაყინვატექნიკის შესყიდვა მოითხოვს დიდ საწყის ინვესტიციასეს არის ფულირომელიც აკლდება კომპანიის კაპიტალს და  რომლის გამოყენებაც სხვა მიმართულებით უკვე შეუძლებელია.

არაპროფილური საოპერაციო ტვირთიტექნიკის ყიდვასთან ერთად კომპანია იძენს ვალდებულებას, მართოს მისი სერვისი. ეს ნიშნავს დაზღვევის მენეჯმენტს, საკუთარი მექანიკოსების გუნდის ყოლას ან სხვისი სერვისი გამოყენებას, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.

უმოქმედობის რისკითუ კომპანიას არაქვს გრძელვადიანი პროექტების გარანტია, ტექნიკა უფუნქციოდ დგას. უმოქმედო აქტივი კი ბიზნესისთვის  წამგებიანია, რადგან მისი ამორტიზაცია და დაცვა-შენახვის ხარჯები უწყვეტად მიმდინარეობს.

სამშენებლო და სპეც- ტექნიკის ქირაობა / იჯარა

დადებითი მხარეები:

მაქსიმალური ფინანსური მოქნილობაკომპანია თავისუფლდება საწყისი დიდი ფინანსური ტვირთისგან. გადახდები ხდება მხოლოდ უშუალოდ სამუშაოების მიმდინარეობისას, რაც ხარჯების ზუსტი პროგნოზირების საშუალებას იძლევა კონკრეტული პროექტის ბიუჯეტში.

ტექნიკური რისკების დელეგირება: გეგმიური სერვისი, ზეთების და ფილტრების შეცვლა, მოულოდნელი დაზიანებები და რემონტი სრულად გადადის  გამქირავებელი მხარის პასუხისმგებლობაში. სამშენებლო კომპანია ფოკუსირებულია მხოლოდ თავის საქმეზე – მშენებლობაზე და არა მექანიკურ პრობლემებზე.

მოდელების მრავალფეროვნება და ტექნოლოგიური სიახლე: ყოველი ახალი პროექტი ინდივიდუალურია. იჯარა გაძლევთ საშუალებას ერთ ობიექტზე გამოიყენოთ მუხლუხა ექსკავატორი მიწის მძიმე სამუშაოებისთვის, ხოლო მეორეზე – კომპაქტური მინი დამტვირთველები ურბანულ, ვიწრო სივრცეში ოპერირებისთვის. გარდა ამისა, თქვენ ყოველთვის მიგიწვდებათ ხელი ბაზრის უახლეს მოდელებზე.

პროექტის დასრულების შემდგომი მოქნილობა: სამუშაოების დასრულებისთანავე ხელშეკრულება წყდება, ტექნიკა ბრუნდება გამქირავებელ კომპანიასთან და თქვენ აღარ გაწუხებთ კითხვა: „სად დავაყენო და როგორ შევინახო ეს ტექნიკა მომავალ პროექტამდე?“.

უარყოფითი მხარეები:

გრძელვადიანი კუმულაციური ხარჯითუ ტექნიკა გჭირდებათ უწყვეტადრამდენიმე წლის განმავლობაშიყოველდღიურ რეჟიმშიიჯარის ჯამურმა  ღირებულებამ შესაძლოა გადააჭარბოს ტექნიკის თვითღირებულებას ისე, რომ კომპანიას საკუთრებაში აქტივი არ დარჩეს.

მომწოდებელზე დამოკიდებულება: არასაიმედო საიჯარო კომპანიასთან თანამშრომლობისას არსებობს რისკი, რომ საჭირო მომენტში ტექნიკა  დაკავებული დაგხვდეთ, ან მოულოდნელი ტექნიკური პრობლემისას ოპერატორმა ვერ უზრუნველყოს მისი სწრაფი ჩანაცვლება. 

სტრატეგიული არჩევანი: როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბიზნესმა?

ბიზნესის ოქროს წესი აქტივების ფლობასთან დაკავშირებით მარტივია და ეფუძნება დატვირთვის ინტენსივობას. თუ კომპანიას აქვს გრძელვადიანი, მაგალითად, 3-5 წლიანი სტრატეგიული გეგმა, სადაც გარანტირებულია, რომ კონკრეტული ტიპის ტექნიკა წლის განმავლობაში დროის უდიდეს ნაწილს მუშა მდგომარეობაში გაატარებს, მაშინ მისი შესყიდვა ან საოპერაციო ლიზინგი გამართლებული ნაბიჯია. თუმცა, თუ პროექტები სეზონურია, ხასიათდება არასტაბილურობით ან ყოველ ახალ ობიექტზე სხვადასხვა სპეციფიკაციის სამუშაოებია შესასრულებელი, მაშინ ტექნიკის იჯარით აღება ერთადერთი სწორი, უსაფრთხო და ბიზნეს-ოპტიმიზებული გადაწყვეტილებაა.

შეჯამება

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატება ეფუძნება რისკების მინიმიზაციას და რესურსების ჭკვიანურ გადანაწილებასაქტივების ფლობა აღარ  არის ბიზნესის სიძლიერის მთავარი ინდიკატორი, დღეს მთავარია ხარჯების ეფექტურობი და გონივრული გადანაწილება. ტექნიკის იჯარით აღება კომპანიებს ათავისუფლებს ტექნიკური და ფინანსური თავის ტკივილისგან და აძლევს საშუალებას, რომ მთელი ენერგია მიმართონ უშუალოდ სამშენებლო პროექტების ვადებში და ხარისხიანად შესრულებაზე.

GT Rental სწორედ ამ საოპერაციო თავისუფლებას და უახლესი ტექნიკის საიმედო მხარდაჭერას სთავაზობს ქართულ სამშენებლო ბაზარს.

g.megrelidze@gtgroup.ge

Share -